სერვისის პარტნიორების ტარიფები, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მითითებულია მომსახურების მაქსიმალური ღირებულება, „პიკის საათის“ კოეფიციენტის გაუთვალისწინებლად.
სერვისში მითითებული მგზავრობის სავარაუდო ღირებულება, შესაძლოა, შეიცვალოს სერვისის პარტნიორების ტარიფების მიხედვით, ასევე, მგზავრობის დროს დანიშნულების წერტილის შეცვლისას, მგზავრის თხოვნით გაჩერებებისას თუ სხვა შემთხვევებში.
ავტომობილის მიწოდება, შესაძლოა, ფასიანი იყოს. ფასიანი მიწოდების ღირებულება ემატება მგზავრობის საფასურს და გამოითვლება შემდეგის მიხედვით:
(1) მანძილი შესაბამის ავტომობილსა და მომხმარებლის მდებარეობას შორის; და
(2) დრო, რომელიც საჭიროა ავტომობილის მიერ აღნიშნული მანძილი დასაფარად.
შეკვეთის გაუქმება, შესაძლოა, ფასიანი იყოს. ფასიანი გაუქმება გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა:
(1) შეკვეთა უქმდება სერვისის ფუნქციონალის საშუალებით ავტომობილის მიწოდების მომენტიდან, ან თუ მგზავრი არ გამოვა ადგილზე მისულ ავტომობილთან. ფასიანი გაუქმების საფასური გამოითვლება მგზავრობის ღირებულების დაანგარიშების ანალოგიურად, მიწოდების ადგილზე ავტომობილის ფაქტობრივად მისვლის მომენტიდან ან შეკვეთის შესახებ ინფორმაციაში მითითებული მიწოდების მომენტიდან (იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი მოხდა უფრო გვიან) შეკვეთის გაუქმების მომენტამდე ან შესაბამისი ტარიფით მგზავრობის მინიმალური ღირებულების ოდენობით. აეროპორტში შეკვეთის ფასიანი გაუქმების შემთხვევაში გამოიყენება ქალაქში მოქმედი ტარიფის განაკვეთები, გარდა მიწოდების ღირებულებისა, რომელიც ანგარიშდება ავტომობილის ქალაქგარეთ მიწოდების ტარიფის შესაბამისად. ამასთან, გაუქმების მაქსიმალური ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება აჭარბებდეს 10‑წუთიანი მგზავრობის ღირებულებას (ტარიფით გათვალისწინებული უფასო ლოდინის დროის ჩათვლით, თუ ის გამოიყენება).
(2) შეკვეთა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილის ფასიან მიწოდებას სერვისის ფუნქციონალის საშუალებით, უქმდება სერვისის ინტერფეისში მისი დადასტურების მომენტიდან 3 (სამი) წუთის გასვლის შემდეგ. ავტომობილის ფასიანი მიწოდებისას ფასიანი გაუქმების ღირებულება ფასიანი მიწოდების ღირებულების ტოლია.
ტარიფი მოქმედია 29.04.2025-მდე.