ცხოველთან ერთად გამგზავრება ვერ მოხერხდა
თუ ცხოველთან ერთად მგზავრობა გსურთ, დატოვეთ კომენტარი შეკვეთაში და დაურეკეთ მძღოლს იმის დასაზუსტებლად, შეძლებს თუ არა ის შეკვეთის შესრულებას.
მცირე ზომის ცხოველებთან ერთად მგზავრობისას თან იქონიეთ სპეციალური კონტეინერი ცხოველის გადასაყვანად. თუ დიდი ზომის ძაღლთან ერთად მგზავრობთ, აუცილებელია ალიკაპი და დასაფენი, რომ მანქანის სავარძელი არ დაისვაროს.
თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაგრამ მგზავრობა არ შედგა, უფრო დეტალურად გვიამბეთ მომხდარის შესახებ და ყველაფერს გავარკვევთ.